თავში

კანდელაკი: მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერი დაბლოკა

კანდელაკი: მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერი დაბლოკა
კანდელაკი: მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერი დაბლოკა

 ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოში 300-მდე ტურისტია ჩამოსული.

„გვსუსრს საზოგადოების, განსაკუთრებითკი იმ ჩვენი თანამოქალაქეების ყურადღება, რომელთა შემოსავალი დამოკიდებულია ტურიზმზე, გავამახვილოთ კონკრეტულ და ამავე დროს დაუჯერებელ ინფორმაციაზე: ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაბლოკა ტურისტებით სავსე 16 ჩარტერული რეისი ლიტვიდან და ესტონეთიდან. ლიეტუვიდან რეისები უნდა განეხორციელებინა ჩარტერულ აივაკომპანია Get Jet-ს. შეგახსენებთ რომ ლიეტუვაც და ესტონეთიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნებად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ დაიბლოკა სხვა ჩარტერებიც,“ განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტული ჩარტერების დაბლოკვა არარაციონალური, არამეცნიერული და მავნებლური გადაწყვეტილებაა რომელიც თუნდაც მცირე შემოსავლის თეორიული შანსის გარეშე ტოვებს ტურიზმზე დამოკიდებულ ათიათასობით ადამიანს.

„ეს ადამიანები იმედის თვალით უყურებდნენ ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნას და ელოდნენ ამ ქვეყნებთან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ფრენების აღდგენას მთავრობა კი მათ ეუბნება რომ შანსიც არ აქვთ,“ აღნიშნა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით მთავრობამ უნდა გააუქმოს დისკრიმინაციული კარანტინი და ჩარტერულ რეისებში ფულის ხარჯვა საჭირო აღარ იქნებოდა, რის შემდეგაც სტუდენტებიც და ემიგრანტებიც თავისუფლად და იაფად შეძლებდნენ მგზავრობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system