თავში

კანონების შესათანხმებლად უკრაინაში ვერ ვივლით - ქადაგიშვილი

კანონების შესათანხმებლად უკრაინაში ვერ ვივლით - ქადაგიშვილი
კანონების შესათანხმებლად უკრაინაში ვერ ვივლით  - ქადაგიშვილი

კანონის განხილვის სამართლებრივი და ფიზიკური სივრცე არის საქართველოს პარლამენტი. უკრაინაში ვერ ვივლით ჩვენი კანონების შესათანხმებლად, საკონსულტაციოდ ევროკავშირი გვაკმაყოფილებს - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, არგუმენტიც, რომელიც პარლამენტში ჯერ არ შემოსულ პოლიტიკურ ძალას გააჩნია, უკვე მოძველებულია

"კარუსელი, რომელიც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მსუყე მექანიზმი იყო წინა და იმის წინა ხელისუფლების პერიოდში, დამატებითი სიები 2012 წლის შემდეგ საერთოდ აღარ არსებობს. ასე, რომ ეს არის ახლა მოსახლეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანა და დაბნეულობის გამოწვევისთვის მათი მდიდარი გამოცდილებიდან აღებული ერთ-ერთი არგუმენტი. რაც შეეხება ბლოკების საკითხს, ჩვენ ფაქტობრივად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ. პროპორციული საარჩევნო სისტემა ნიშნავს სწორედ იმას, რომ თითოეული პარტია თავისი საარჩევნო სიით უნდა წარდგეს და შემდეგ პარლამენტში მიღებული ხმებიდან გამომდინარე, თუ ამის საკმარისი მანდატი აქვს, პარტია დამოუკიდებლად აყალიბებს მთავრობას. ამის საკმარისი მანდატი თუ არ აქვს, იწყებს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებას, ანუ პარლამენტში იწყებს სამთავრობო ბლოკის, კოალიციის ჩამოყალიბებას. ის არგუმენტიც, რომელიც პარლამენტში ჯერ არ შემოსულ პოლიტიკურ ძალას გააჩნია, უკვე ძალიან მოძველებულია", - განაცხადა ქადაგიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system