თავში

კაპანაძე: ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილი ვაიძულოთ პრობლემები მოაგვაროს

კაპანაძე: ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილი ვაიძულოთ პრობლემები მოაგვაროს
კაპანაძე: ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილი ვაიძულოთ პრობლემები მოაგვაროს

"ბუნებრივია, ის, რომ ანგარიში გადის ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომიტეტზე და მერე შეიძლება პლენარულზე გავიდეს, ეს ცალკე პროცესია და ნიშნავს იმას, რომ რამდენადაც არ იქნება 8 მარტის შეთანხმება შესრულებული, იმდენად შეიძლება სხვა ტიპის რეაქციები მოჰყვეს ამას,"-  ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშს, სადაც 8 მარტის შეთანხმებზეც არის საუბარი.

"ეს არავის ინტერესში არ არის. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ იყო საუბრები, რომ შეიძლება აქ ბმა ყოფილიყო საერთაშორისო დახმარებასთან, რაზეც უკვე აშშ-ის კონგრესშია საუბარი. ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს, რომ ეს მიზანი იყოს მიღწეული და საქართველოს დახმარება შეუმცირდეს ან რაიმე ტიპის სანქციები განხორციელდეს. პირიქით, ჩვენი ამოცანა არის, ივანიშვილი ვაიძულოთ, რომ პრობლემები მოაგვაროს მანამ, სანამ რაიმე გარდაუვალი შეუქცევადი შედეგი დადგება," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system