თავში

კაპანაძე: მათი კონკრეტული მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება

კაპანაძე: მათი კონკრეტული მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ
კაპანაძე: მათი კონკრეტული მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება

მთელი ეს პერიოდი მათ ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რატომ არ ხდება ინსტიტუტების ისე გამოყენება, როგორც მათ უნდათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამ ინსტიტუტებს ვიყენებთ, მაგრამ რეაქცია ინსტიტუტების მხრიდან არის სრული უგულებელყოფა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

კაპანაძის თქმით, ოპოზიცია პატივს სცემს საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, თუმცა, როდესაც სრულიად ცალსახაა, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ოპოზიციის მხრიდან, მათი კონკრეტული მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება.

"ჩვენ ვიცნობთ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას, ვიცნობთ სხვა პარტნიორების შეშფოთებასაც იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. გვესმის მათი წუხილი იმ კრიზისის გამო, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ჩვენ მთელი ეს პერიოდი მათ ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რატომ არ ხდება ინსტიტუტების ისე გამოყენება, როგორც მათ უნდათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამ ინსტიტუტებს ვიყენებთ, მაგრამ რეაქცია ინსტიტუტების მხრიდან არის სრული უგულებელყოფა, არც ერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული, არც ერთი მოთხოვნა პრაქტიკულად გადათვლასა და გაუქმებასთან დაკავშირებით არ იქნა დაკმაყოფილებული. აქედან გამომდინარე, ამ რეალობაში, როდესაც სრულიად ცალსახაა, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ოპოზიციის მხრიდან, მათი კონკრეტული მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება, ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ. პატივს ვცემთ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა არის ჩვენზე", - განაცხადა კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system