თავში

კაპანაძე: ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს პირველ რიგში მთავრობამ

კაპანაძე: ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს პირველ რიგში მთავრობამ
კაპანაძე: ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს პირველ რიგში მთავრობამ

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და კერძო სექტორში დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი, ხელისუფლებამ უნდა შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი.

„ასეთ დროს, რათქმაუნდა, მორალურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც გამართლებული იქნებოდა, რომ პარალელურად მთავრობას ბიუროკრატიისთვის შემოეჭირა ქამარი.

ბუნებრივია, რა ოდენობით განისაზღვრება ხელფასი, ეს სხვა დისკუსიის საგანია, მაგრამ მაშინ როდესაც მკაცრი ზომები შემოაქვს მთავრობას და არ აქვს მნიშვნელობა ამის მიზეზი რა არის, პანდემია, ზოგადად ეკონომიკური კრიზისი თუ სხვა პრობლემა, რათქმაუნდა, ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს პირველ რიგში თვითონ მთავრობამ, საჯარო სამსახურმა და ბიუროკრატიამ. - განაცხადა კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system