თავში

კაპანაძე: თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება შეცდომა

კაპანაძე: თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება შეცდომა
კაპანაძე: თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება შეცდომა

"ჩვენ ვართ მოწადინებული, როგორც აქამდე ვიყავით, რომ თუ სადმე შესაძლებელია კოორდინირება, იქაც მოხდეს. მაგრამ თუ ეს იქნება გადახედილი, მაგალითად ისანში, მიგვაჩნია, რომ არ იქნება სწორი და დამნაშავის ძიება, იმის ძიება, თუ ვის გამო და როგორ მოხდა, ასევე არ იქნება სწორი,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

"ამიტომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტს, რომ გიორგი ვაშაძეს დაუყენოს კანდიდატურა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. წინასწარ არ მგონია სწორი, ამაზე კომენტარები ვაკეთოთ, დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შემიძლია ვთქვა, რომ იქნება შეცდომა. ამ ეტაპზე გიორგი ვაშაძე არის ოპოზიციური ერთობის, იმ ძალების, რომლებიც „ლეიბორისტულ პარტიაში“ იკრიბებიან ხოლმე, მათი შეთანხმებული კანდიდატი ისანში,"- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ერთიანი კანდიდატების წარდგენა მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლება არჩევნების პირველივე ტურში დამარცხდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system