თავში

,,კარგი იქნება სააკაშვილიც თუ წავა ქართული პოლიტიკიდან" - ვაშაძე

,,კარგი იქნება სააკაშვილიც თუ წავა ქართული პოლიტიკიდან" - ვაშაძე
,,კარგი იქნება სააკაშვილიც თუ წავა ქართული პოლიტიკიდან - ვაშაძე

თუკი მიხეილ სააკაშვილი იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ, - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ეს კარგი იქნებოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილისთვის.

,,დავფოკუსირდებოდა სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. მას ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას, მაგრამ კარგი იქნებოდა, რადგან ამ მოჯადოებულ სივრცეს გახსნიდა და რეალური პოლიტიკური კონკურენცია დაიწყებოდა, ადამიანებს რეალური არჩევანი ექნებოდათ. ამ ჭიდილმა - მიშა თუ ბიძინა, მიშა უფრო ცუდია თუ ბიძინა, რომელი უფრო კარგია - ცხრა თუ რვა წელი, ჩვენი დისკუსია ისეთ პროცესში გადაიყვანა, რომელიც ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის. ამიტომ კარგი იქნება, თუ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ განცხადებას გააკეთებს, არამედ რეალურად შეასრულებს მას. ამის შემდეგ ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა აირჩიოს, ვის ანდობს ქვეყნის მართვას. ეს არსებულ ვითარებაში ყველაზე რაციონალური და სწორი გამოსავალია, როცა არც მიშა იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და არც ბიძინა იქნება პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. დავისვენებთ ჩვენ და ახალი თაობის პოლიტიკოსებს უფრო ფართო არეალი გაეხსნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system