თავში

კარგი იქნებოდა, ვეტოს შეეჩერებინა ამ კანონპროექტის ამუშავება - სალომე სამადაშვილი

კარგი იქნებოდა, ვეტოს შეეჩერებინა ამ კანონპროექტის ამუშავება - სალომე
კარგი იქნებოდა, ვეტოს შეეჩერებინა ამ კანონპროექტის ამუშავება - სალომე სამადაშვილი

 "ნაციონალური მოძრაობის" მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ კანონპროექტს ვეტო შეაჩერებს. 

მისი თქმით, პეზიდენტთან შეხვედრისას შეთანხმების შესრულებაზეც ისაუბრა. 

"იმისთვის, რომ ახალი კანონპროექტი დაინიცირდეს, ამისთვის უნდა შევიდეს ძალაში მიღებული ცვლილებები, ანუ ეს არის დროში უფრო გაწელილი პროცედურა. კარგი იქნებოდა, რომ ვეტოს გამოყენებით შეგვეჩერებინა ამ კანონპროექტის ამუშავება და შესაბამისად ხელისუფლებას მოუწიოს, რომ თავიდან განიხილოს აღნიშნული ოპოზიციის თანამონაწილეობით. ვისარგებლე შემთხვევით და საუბარი გვქონდა ზოგადად შეთანხმების შესრულებაზეც," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა - მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან შეხვედრებს დაასრულებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system