თავში

კარგი პროგრესი გვაქვს - ბოკერია

კარგი პროგრესი გვაქვს - ბოკერია
კარგი პროგრესი გვაქვს - ბოკერია

მოლაპარაკებების დოკუმენტთან დაკავშირებით კარგი პროგრესი გვაქვს, მაგრამ გვაქვს სამარცხვინო და უტიფარი ვითარება, როდესაც მმართველი გუნდის წევრები არ გამოცხადდნენ ასეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები უნდა მოხდეს, თუმცა დოკუმენტში აშკარა გაუმჯობესება შეინიშნება. 

"დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების საკითხი არის ჩასმული, ოღონდ, რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელი არის ტესტი, როგორ უნდა მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე. თვითმმართველობის შედეგებთან ეს მიბმული არ უნდა იყოს. ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კარგი პროგრესია გვაქვს, მაგრამ გვაქვს სამარცხვინო და უტიფარი ვითარება, როდესაც მმართველი გუნდის, ივანიშვილის გარემოცვის წევრები არ გამოცხადდნენ ასეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე. ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გუნდში გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, დოკუმენტში აშკარა გაუმჯობესებაა", - განაცხადა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system