თავში

კარგი რამე თქვა ღარიბაშვილმა - ნინო ჯანგირაშვილი

კარგი რამე თქვა ღარიბაშვილმა - ნინო ჯანგირაშვილი
კარგი რამე თქვა ღარიბაშვილმა - ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლთაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება. 

"კარგი რამე თქვა ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო ტურნეში: ახლა ხმა მოგვეცითო და თუ გავიმარჯვეთ, მერე სამი წელი არანაირი არჩევნები აღარ იქნება და ხელს აღარაფერი შეგვიშლის, ავაშენებთ ქვეყანასო. 

ახლა წარმოიდგინეთ რიგითო ქოცებო: მოიგეს ადგილობრივი, გაინაღდეს კიდევ სამი წელი ხელისუფლებაში ყოფნა და გუგუნებენ –ბიზნესები, ატკატები, ტენდერები, ესა, ისა, ძირითადად ქოცელიტა და მათთან დაახლოებული ჯგუფები, თქვენ აღარც გაახსენდებით, ერთ კანფეტსაც კი აღარ მოგაწვდიან 2024–მდე. ჩემზე კარგად თქვენ იცით, რამხელა მადა აქვთ. ხოდა, ძვირფასო რიგითო ქოცებო, თქვენი პრაგმატულობის იმედი მაქვს მე. თქვენ ყველაზე მეტად უნდა გაწყობდეთ, რომ ეს არჩევნები ოცნებამ ვერ მოიგოს. აბა დაფიქრდით" - წერს ჯანგირაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system