თავში

კარგი საუბარი შედგა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან - სტოლტენბერგი

კარგი საუბარი შედგა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან - სტოლტენბერგი
კარგი საუბარი შედგა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან - სტოლტენბერგი

კარგი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტთან - ასე ეხმაურება ნატოს გენმდივანი სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს.

"მივესალმე პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმებას საქართველოში. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების შესახებ შავი ზღვის რეგიონში და გამოვთქვით საერთო შეშფოთება რუსეთის სამხედრო გაძლიერების შესახებ. მე მადლობა გადავუხადე მას საქართველოს მიერ ავღანეთში, ჩვენს მისიაში შეტანილი წვლილისთვის" - წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system