თავში

კარლ ჰარცელი: ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესთან პრობლემების აღმოსაფხვრელად

კარლ ჰარცელი: ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესთან პრობლემების აღმოსაფხვრელად
კარლ ჰარცელი: ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესთან პრობლემების აღმოსაფხვრელად

ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

"მე არ გავაკეთებდი კომენტარს ინდივიდუალურ წერილებზე. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. მუშაობა სულ მიმდინარეობს ბიზნესთან, ეს საკითხები რომელიც ზოგადად ბიზნესგარემოს ეხება ძალიან კომპლექსური და ვრცელია. ჩვენ ვმუშაობთ ბიზნეს საზოგადოებასთან ბევრ თემაზე, იმაზეც, რომ პრობლემები იყოს აღმოფხვრილი" - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ მიღწეული პროგრესის მიუხედევად, საქართველომ დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორების მიმართ ნეგატიური ტენდენციები გამოავლინა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 

რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავს. მალინი ამბობს, რომ უერთდება მისი კოლეგების, ადამ კიზინგერისა და გერი კონოლის წერილს, რომელშიც დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობაზეა საუბარი. 

გარდა ამისა, კონგრესმენი აღნიშნავს, რომ უარყოფითი ტრენდის გამო სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შემოღების შესახებ მოწოდებები გაიზარდა. ის უერთდება რეფორმების შესახებ მოწოდებებს და აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში წარმომადგენლობით პალატაში წარადგინა აქტი, რომელიც საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციებს ეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system