თავში

კარლ ჰარცელი: ეს შეთანხმება დიდი სიკეთეა ქართველებისთვის და საქართველოსთვის

კარლ ჰარცელი: ეს შეთანხმება დიდი სიკეთეა ქართველებისთვის და
კარლ ჰარცელი: ეს შეთანხმება დიდი სიკეთეა ქართველებისთვის და საქართველოსთვის

ევროკავშირის ელჩმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება ქვეყნისთვის და ხალხისთვის დიდ სიკეთედ შეაფასა. ამის შესახებ კარლ ჰერცელმა აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ძალიან სასიამოვნოა აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს. ყველა მონაწილემ შეძლო და მიაღწია შეთანხმებას, რაც ასახულია ჩვენს განცხადებაში. მინდა ყველას მივულოცო. კომპრომისი არის მიღწეული. სიტუაციის დეპოლარიზაცია მომავალი არჩევნების კონტექსტში დიდი სიკეთეა საქართველოსთვის და ყველა მოქალაქისათვის",- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30- საარჩევნო მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე დღეს შეთანხმდა.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია საპარლამენტო უმრავლესობას ვერ შექმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system