თავში

კარლ ჰარცელი: საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია

კარლ ჰარცელი: ​საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია
კარლ ჰარცელი: საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია

საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია, საქართველომ ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

"ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის სიძლიერე პირადად ვიგრძენი საქართველოში წელიწადნახევრის განმავლობაში ყოფნის დროს, ამ ქვეყნის სიძლიერე მის მოსახლეობაშია. ჩემმა ყოფილმა უფროსმა, პრეზიდენტმა ტუსკმა გასული წლის ზაფხულში ბათუმში ყოფნის დროს თქვა „საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ქართველები ძლიერი ერია”. ვთვლი, რომ მან ზუსტად დაინახა არსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა და მნიშვნელოვანი იქნება მაშინაც, როდესაც საქართველოს მოუწევს პარტნიორების შერჩევა და იმის გადაწყვეტა, რამდენად მჭიდრო იყოს ეს პარტნიორობა, მან ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system