თავში

კარლ ჰარცელი: ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს

კარლ ჰარცელი: ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს
კარლ ჰარცელი: ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ელჩი "ტვიტერზე" წერს.

„ვულოცავ საქართველოს დამოუკდებლობის აღდგენის დღეს. ამ დღეს ქვეყანა იხსენებს ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა სამხედროებს წინ აღუდგნენ და ტრაგიკულად დაიღუპნენ 1989 წელს. მათი მსხვერპლი არასდროს იქნება დავიწყებული“, – წერს კარლ ჰარცელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ორი წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system