თავში

კარლ ჰარცელმა "ლელოსთან" და მმართველ გუნდთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა

კარლ ჰარცელმა "ლელოსთან" და მმართველ გუნდთან შეხ
კარლ ჰარცელმა ლელოსთან და მმართველ გუნდთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დღეს სახელისუფლო გუნდის წევრებთან და პარტია "ლელოს" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მხარეებმა ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი განიხილეს.

"განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. უნდა ვნახოთ, როგორი დასკვნები გაკეთდება პრეზიდენტ მიშელის მხრიდან ბრიუსელში", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩი დღეს ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი ლელო საქართველოსთვის წევრებს შეხვდა. შეხვედრებს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system