თავში

"ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება

"ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება
ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება

დღეს "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის  შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ჩაინიშნა. 

შეხვდერას, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დაესწრებიან.

შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის საქართველოდან გამგზავრების შემდეგ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს დღეს პირველად შეხვდება. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების რამდენიმე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა და კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, არცერთმა მხარემ ხელი არ მოაწერა.

16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს "ქართული ოცნება" ხელს აწერს.

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system