თავში

"ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ შევქმნით - ზურაბ ჯაფარიძე

"ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ შევქმნით - ზურაბ ჯაფარიძე
ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შევქმნით - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი" "ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნას არ განიხილავს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით,  "გირჩი" კოალიციას მხოლოდ იმპარტიებთან შექმნის, რომლებთანაც შეთანხმება აქვს გაფორმებული. 

„გირჩი" კოალიციას განიხილავს იმ პარტიებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს გაფორმებული შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ მართლმსაჯულების სისტემის, ეკონომიკისა და განათლების სისტემის რეფორმირებას. კოალიციასაც იმ პარტიებთან განვიხილავთ, ვინც ამ დოკუმენტის ხელმომწერია და არავისთან სხვასთან. შესაბამისად, არც „ქართულ ოცნებასთან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system