თავში

ქართულ სახელმწიფოს სჭირდება ორი სვეტი - გუბაზ სანიკიძე

ქართულ სახელმწიფოს სჭირდება ორი სვეტი - გუბაზ სანიკიძე
ქართულ სახელმწიფოს სჭირდება ორი სვეტი - გუბაზ სანიკიძე

„ქართულ სახელმწიფოს სჭირდება ორი სვეტი, რომელსაც დაეყრდნობა სამუდამოდ. ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ვინც წავა ხელისუფლებიდან, ამაზე უნდა ვიყოთ მოწადინებულები, სახელმწიფოს ორ მთავარ სვეტზე. ეს არის თვითმმართველობა და ეს არის სასამართლო, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

"თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, ქართულ სახელმწიფოს ექნება ძალიან მაღალი იმუნიტეტი, რომ გაუძლოს ნებისმიერ რყევას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. საქართველო უნდა იყოს მედროშე, მოწინავე ამ საქმეში", - განაცხადა სანიკიძემ.

დეპუტატმა გამოსვლისას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

"საქართველო უნდა იყოს პოზიტიური ნეიტრალიტეტის მედროშე კავკასიაში," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system