
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.
ღონისძიება 11:00 საათზე, კოჯორში გაიმართება და ,,ქართული ოცნება" ამით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას დაიწყებს.
ცნობისთვის, 19 ივლისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.
პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა, რომელსაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.