თავში

"ქართული მარში" ოპოზიციის საპროტესტო აქციებს ემიჯნება და "პატრიოტთა ალიანსის" აქციას უერთდება

"ქართული მარში" ოპოზიციის საპროტესტო აქციებს ემიჯნება და "პატრიოტთა ალიანსის" აქციას უერთდება
ქართული მარში ოპოზიციის საპროტესტო აქციებს ემიჯნება და პატრიოტთა ალიანსის აქციას უერთდება

„ქართული მარში“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ემიჯნება, თუმცა, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება  „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, მოძრაობის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ჩვენი სამშობლო უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციის უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად ჩაგდებულ იქნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი. ყოველივე გახლავთ გაუგონარი „აფიორა”, რომლის მსგავსსაც ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში.

„ქართული მარში” სრულიად მხარს უჭერს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხოლო ქართული ოცნების მაჟორიტარი საპარლამენტო დეპუტაციის ქმედებას განიხილავს, როგორც თაღლითობას და გაუგონარ ტყუილს. ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ რაც არ უნდა კეთილშობილური მიზანი გვამოძრავებდეს, ვერასოდეს დავდგებით იმ საპროტესტო აქციაზე, რომლის ძირითადი ლიდერები არიან სისხლიანი ჯალათები-ბოკერიას და სააკაშვილის დამნაშავე პარტიების სახით, ასევე ამორალურად ვთვლით თბილისი პრაიდის, მამათმავლების, ლგბტ აქტივისტების, ლიბერასტ-სოროსელების გვერდით დგომას, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ზნეობრივ-მორალურ ღირებულებებს. ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას სააკაშვილის ავადმყოფური სურვილის ასრულებაში – განახორციელოს რევანში და დაბრუნდეს ჩვენი ქვეყნის მმართველად. არც ერთი ეროვნულად მოაზროვნე ქართველის ადგილი არ არის იქ, სადაც ლიდერები არიან ეკლესიის, მართლმადიდებლობის, რწმენის მტერი სოროსელ-მამათმავლები, რომლებსაც სურთ ჩვენი სამშობლოს გადაგვარება და განადგურება, მათთან ერთად ბრძოლა ღალატის ტოლფასია.

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე „ქართული მარში” უერთდება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას, რომელიც გაიმართება ხვალ 17:00 საათზე ე.წ. რესპუბლიკის მოედანზე, რადგან ვთვლით რომ პარლამენტში წარმოდგენილი ძალებიდან, მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიკავა ეროვნულ-პატრიოტული, მართალი პოზიცია და მხოლოდ მათი ქმედება პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს!!!“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ხვალიდან „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ განცხადება ირმა ინაშვილმა 14 ნოემბერს გამართული კენჭისყრის შემდეგ გააკეთა. პარტიის ლიდერის თქმით, მან ჯერ კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე დააანონსა, რომ თუ კი კანონპროექტი ჩავარდებოდა, „პატრიოტთა ალიანსი“ ქუჩის აქციებზე გადავიდოდა. ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system