თავში

"ქართული მარში" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს თბილისში არ უშვებს

"ქართული მარში" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს თბილისში არ უშვებს
ქართული მარში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს თბილისში არ უშვებს

რუსთავის გზატკეცილზე "ქართული მარშის" წევრები აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გზას არ გაუხსნიან და თბილისში აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემენ. 

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი შიხიაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ გზაზე ვერ გაივლიან და თბილისში ტაშფანდურს ვერ ჩაატარებენ.

"ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ჩაატარებს თავის ტაშფანდურს, მით უმეტეს ეს არის დამნაშავე ძალა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ცდილობს, საზოგადოებას უთხრას, ჩვენ გვქონდა შეცდომები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა, დანაშაული საკუთარი ერისა და ქვეყნის წინაშე, გაყიდეს ტერიტორიები, გაყიდეს გარეჯი, გააუპატიურეს საკუთარი მოსახლეობა და ნამუსი ახადეს. დღეს ისინი გეგმავენ, რომ კვლავ მოაწყონ ტაშფანდური, თითქოს გამარჯვებული პოლიტიკური ძალაა. „ქართული მარში“ ვაცხადებთ, ვერ გაივლის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზაზე და ვერ ჩაატარებს ტაშფანდურს", – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

ამ დროისათვის აგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ჯგუფები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system