თავში

"ქართული ოცნების" პარტიული სიის სამმა წევრმა მანდატზე უარი თქვა

"ქართული ოცნების" პარტიული სიის სამმა წევრმა მანდატზე უარი თქვა
ქართული ოცნების პარტიული სიის სამმა წევრმა მანდატზე უარი თქვა

პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიის სამმა წევრმა არჩევნებში მიღებულ მანდატებზე უარი თქვა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მასთან ერთად, პარტიის კიდევ ორი წევრი საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებს.

"წარმოდგენილმა სამმა ადამიანმა მოვახდინეთ შეწყვეტა იმ მანდატების, რომელიც მივიღეთ არჩევნებში, ვინაიდან, ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას აჭარის მთავრობაში.

ჯაბა ფუტკარაძე უბრუნდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მინისტრის რანგში, რაც შეეხება თინათინ ზოიძეს, ის გააგრძელებს მუშაობას ჩვენთან, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system