თავში

"ქართული ოცნება" აქციას აანონსებს

"ქართული ოცნება" აქციას აანონსებს
ქართული ოცნება აქციას აანონსებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან მხარდამჭერებს აღნიშნულ დროს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

"ზეგ, 27 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, თუ როგორია ჩვენი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system