თავში

"ქართული ოცნება" არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს - კალაძე

"ქართული ოცნება" არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს - კალაძე
ქართული ოცნება არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს - კალაძე

 „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებისას უარი თქვა როგორც ხმების ხელახალ გადათვლაზე, ისე ვოდეოჩანაწერების გადამოწმებაზე. კალაძის განმარტებით, აღნიშნული მეთოდი გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ კარუსელებთან დაკავშირებით. 

ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა სცენ, როგორც ოპოზიციის ისე "ქართული ოცნების" ამომრჩეველს. 

„შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ „ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებსაც უნდა მივმართოთ, რომ არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარიხსოვნად მიიჩნიოს. რაც შეეხება დეტალებს: დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება, დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system