თავში

"ქართული ოცნება" მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს

"ქართული ოცნება" მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს
ქართული ოცნება მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს

„ქართული ოცნება“ მზად არის, 43-პროცენტიანი მაჩვენებლით შეთანხმებას ხელი მოაწეროს, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40-პროცენტიანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40-პროცენტიანი ზღვრის გაზრდა 43 პროცენტამდე. „ქართული ოცნება” მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით", - აღნიშნულია ქართული ოცნების განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system