თავში

"ქართული ოცნება" მზადაა განაგრძოს საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა

"ქართული ოცნება" მზადაა განაგრძოს საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა
ქართული ოცნება მზადაა განაგრძოს საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა

"იმედი გვაქვს, რომ მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს. ბუნებრივია, კონსულტაციებზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით მოლაპარაკებებზე იყო გარკვეული საკვანძო საკითხები, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხებოდა. 

"ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამ შეთანხმებაზე არ მოდის. ჩვენ გვქონდა ერთი ბრიფინგი ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება მუშაობა ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაზე, რაც მათ შორის, ოქმების ბალანსის მრავალწლიან პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system