თავში

"ქართული ოცნება" პოლიტიკური რეპრესიების გზას ადგება - სამადაშვილი

"ქართული ოცნება" პოლიტიკური რეპრესიების გზას ადგება - სამადაშვილი
ქართული ოცნება პოლიტიკური რეპრესიების გზას ადგება - სამადაშვილი

თუ შეთანხმება ჩაიშალა "ქართული ოცნების" მიზეზით და  მედიისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ შეკერილი სასამართლო პროცესი გაგრძელდა, ეს ფაქტობრივად ნიშნავს განაცხადს, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკური რეპრესიების გზას ადგება", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" არანაირი შეთანხმება არ სურდა. 

"ჩვენი დასავლელი პარტნიორები კვლავ მოგვიწოდებენ მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ და ხელისუფლება ნიშნავს შესაბამის სასამართლო პროცესს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" არანაირი შეთანხმება არ სურდა არასდროს.

თუ შეთანხმება ჩაიშალა "ქართული ოცნების" მიზეზით და თუ ამ შეთანხმების ჩაშლის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ გრძელდება შეკერილი, გაყალბებული სასამართლო საქმეები, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ეს ფაქტობრივად ნიშნავს განაცხადს, რომ "ქართული ოცნება"  პოლიტიკური რეპრესიების გზას ადგება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ცნობისთვის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system