თავში

"ქართული ოცნების" დეპუტატი: დებილები ყველგან არიან

"ქართული ოცნების" დეპუტატი: ​დებილები ყველგან არიან
ქართული ოცნების დეპუტატი: დებილები ყველგან არიან

რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა ცუდი, ჩვენი მოსახლეობის 99 პროცენტი ვერ გვიპასუხებს - ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტში, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

"დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ ჩვენს მოსახლეობაში და ვიკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, ჩვენი მოსახლეობის 99 პროცენტი ვერ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მოსახლეობას ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მერე გადაწყდება ეს საკითხი. ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს," - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system