თავში

"ქართული ოცნების" განცხადებებმა გარკვეულწილად წაახალისა მოძალადეები - ვიოლა ფონ კრამონი

"ქართული ოცნების" განცხადებებმა გარკვეულწილად წაახალისა მოძალადეები - ვიოლა ფონ კრამონი
ქართული ოცნების განცხადებებმა გარკვეულწილად წაახალისა მოძალადეები - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 5 ივლისს დაშავებულ ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის განცხადებებმა გარკვეულწილად ძალადობრივი ჯგუფები წაახალისა, რაც მისივე შეფასებით დემოკრატიის უკან დახევის საშიშ ნიშნებს შეიცავს. 

"მსურს დასაწყისშივე გამოვხატო მხარდაჭერა თქვენს მიმართ, ქართული მედიის მიმართ და განსაკუთრებით იმ 53 ქართველი ჟურნალისტის მიმართ, რომლებსაც 5 ივლისს, თავს დაესხნენ ძალადობრივი ჯგუფები.

"ქართული ოცნების" განცხადებებმა, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რათა ჯეროვნად დაეგმოთ დაუსჯელობა და რაღაც მომენტში, კიდევაც წაახალისეს დამნაშავეები, არის ძალიან საშიში ნიშანი დემოკრატიის უკან დახევის.

დაცვა მედიის, თუნდაც ისეთივე პოლარიზებულის, როგორიც გახლავთ საქართველოში, ევროკავშირის ფუნდამენტალური ღირებულებაა. სხვა ევროკავშირის ღირებულებები ჩადებულია დევიზში - გაერთიანებული მრავალფეროვნებისთვის.

მრავალფეროვნება ნიშნავს დაცვას ყველასი და ყველაფრის, თქვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების. მაგრამ, ასევე უმცირესობების. საქართველო მთელი თავისი მრავალფეროვნებით და პატივისცემით ფუნდამენტალური ღირებულებების, არის მიღებული და პატივნაცემი ევროკავშირში,"- აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system