თავში

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ქართული ოცნების ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს განიხილავენ.

"ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული, კონსტრუქციული ან პრაგმატული და კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების რჩევების, მოთხოვნებისა და თხოვნების რეალიზება“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system