თავში

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - VIDEO - PHOTO - განახლებულია

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - VIDEO
ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - VIDEO  - PHOTO - განახლებულია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორია.

პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა მას შემდეგ დაინიშნა, რაც „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა გუშინ განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერდა.  

უმრავლესობასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომზადებული ჰქონდა ოპოზიციასაც, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ გუშინ ჩააგდო

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაგრძელდება.  

უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გადაწყვიტა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ივლისში დაიწყო. ინიციატივა "ქართულმა ოცნებამ წარადგინა".

ინიციატივის თანახმად, ცვლილებები 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერით. პარლამენტის მანდატის მიღება შეუძლია ყველა პარტიას, რომელიც, ხმების, სულ მცირე, 0,67%-ს დააგროვებს.

პარტიებს აკერძალებათ ბლოკებად გაერთიანება, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხმა სჭირდებათ მომდევნო მანდატის მისაღებად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system