თავში

"ქართული ოცნების" პოლიტიკურ ოჯახში მოხდა ღალატი - თეა წულუკიანი

​"ქართული ოცნების" პოლიტიკურ ოჯახში მოხდა ღალატი - თეა წულუკიანი
ქართული ოცნების პოლიტიკურ ოჯახში მოხდა ღალატი - თეა წულუკიანი

"ქართული ოცნების" პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი" - ამის შესახებ კულტურის და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

"ეს არის ფაქტი, ამიტომაც ის პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც არის წამოწყებული... მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის - იყავით ფრთხილად, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა პროფესიონალიზმითა და სისუფთავით ცნობილი ხალხი, ვისაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ" - განაცხადა წულუკიანმა.

ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმოწერისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა გაშიფრული, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში, ერთ-ერთ პორტალზე გამოჩნდა, თუმცა დღეს აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდო ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

განცხადება გაავრცელა სახელმქიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system