თავში

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბების თანამშრომლები მოსახლეობას ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბების თანამშრომლები მოსახლეობას ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან
ქართული ოცნების საარჩევნო შტაბების თანამშრომლები მოსახლეობას ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ და აცრის მსურველ თითოეულ ადამიანს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გათვალისწინებით, ვერ ახერხებს ვაქცინაციაში ჩართვას და სიახლეც სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები არჩევნებზე მაქსიმალურად იქნებიან აცრილები.

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველო“, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით, არჩევნებში ჩართული ადამიანები მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს. დარწმუნებულები ვართ, მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ერთად დგომით, პასუხისმგებლობის გააზრებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გაცემული რეკომენდაციების შესრულებითა და სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანების გმირული ბრძოლით, მოკლევადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად შევამცირებთ კორონავირუსის გავრცელების ტემპს, საბოლოო ჯამში კი, ერთად დავამარცხებთ ამ უხილავ, ძალიან საშიშ მტერს. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ჩავატარებთ დემოკრატიულ, სამართლიან, კონკურენტულ და თანაც კოვიდუსაფრთხო, მაღალი სტანდარტების არჩევნებს, რომელშიც ჩვენ, კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system