თავში

"ქართული ოცნების" სამარკო ნიშანი ძალადობაა - თინა ბოკუჩავა

"ქართული ოცნების" სამარკო ნიშანი ძალადობაა - თინა ბოკუჩავა
ქართული ოცნების სამარკო ნიშანი ძალადობაა - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ შინაგან საქმეთა მინისტრის არშემდგარი სიტყვით გამოსვლის შესახებ ბრიფინგი ჩაატარა. მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობით ინარჩუნებს ძალაუბლებას და მათ არ შეუძლიათ რეალური დამნაშავეების დასჯა. 

"დილიდან ვნახეთ, რომ შეშინებული შინაგან საქმეთა მინისტრი შემოიპარა პარლამენტში, განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებით, იმიტომ, რომ მას ეშინია ჟურნალისტების. ეშინია თავისუფალი სიტყვის, ეშინია პროტესტის და ეშინია კითხვებზე პასუხის გაცემის. სწორედ ასე, შეშინებული და მალულად ის კვლავ გაიპარა სხდომათა დარბაზიდან. იმიტომ, რომ მას ეშინოდა მათ შორის ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა. 

ჩვენ მას ვკითხავდით, რატომ არ დაისაჯნენ ორგანიზატორები, რატომ არ დაისაჯა ძალადობის მომწოდებელი და დამფინანსებელი ფალავანდიშვილი, რატომ არ დაისაჯა კონსტანტინე მორგოშია, რატომ არ დაისაჯა ზურაბ მახარაძე. არ დაისაჯა იმიტომ, რომ ეს მოძალადეები და პრემიერი ღარიბაშვილი ერთი მედლის ორი მხარეა. დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" სამარკო ნიშანი, ერთადერთი რამ, რითაც ინარჩუნებს ძალაუფლებას, არის ძალადობა. ისინი ძალადობენ ჟურნალისტებზე, ძალადობენ დეპუტატებზე, ძალადობენ ოპერატორებზე, კლავენ ჟურნალისტებს მხოლოდ იმისთვის, რომ ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნონ ძალაუფლება. მაგრამ გომელაურს, რომლისგანაც საზოგადოება დღეს ელოდებოდა ერთადერთ განცხადებას და ეს არის განცხადება მისი გადადგომის შესახებ, მაინც მოუწევს გადადგომა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system