თავში

"ქართული ოცნების" შეხვედრა ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან პროტესტის ფონზე დაიწყო - PHOTO

"ქართული ოცნების" შეხვედრა ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან პროტესტის
ქართული ოცნების შეხვედრა ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან პროტესტის ფონზე დაიწყო - PHOTO

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში"ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. მათი თქმით, ვრცლად საუბარს შეხვედრის დასრულების შემდეგ შეძლებენ.

მმართველ გუნდს შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მარიამ ქვრივიშვილი, კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე წარმოადგენენ.

შეხვედრა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები არიან შეკრებილები. 

აქციის მონაწილეების თქმით, ამ ფორმით ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოებას აცნობონ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებითა და გაყალბებებით ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system