თავში

"ქართული ოცნების" უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება - მაჭარაშვილი

​"ქართული ოცნების" უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება - მაჭარაშვილი
ქართული ოცნების უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება - მაჭარაშვილი

"ქართული ოცნების" უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა გახარიას ახალ გუნდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურ სპექტრში დიდი თავისუფალი სივრცეა, თუმცა რამდენად შეძლებს გახარიას გუნდი ამ სივრცის ათვისებას დრო გვიჩვენებს. 

"ქართულ ოცნებას" უმრავლესობა ეყოლება საქართველოს პარლამენტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ გუნდს, არ მგონია მარტივად იყოს საქმე. საერთოდ, უნდა ვთქვათ, რომ რადიკალური ოპოზიციის წყალობით, ოპოზიციურ სპექტრში დიდი თავისუფალი სივრცეა, მაგრამ რამდენად შეძლებს ამის ათვისებას გახარიას გუნდი, ამას მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" 6 დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system