თავში

ქართული პოლიცია დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას - პრეზიდენტი

ქართული პოლიცია დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას - პრეზიდენტი
ქართული პოლიცია დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას - პრეზიდენტი

დემოკრატიული, ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როდესაც ქვეყანაში უზრუნველყოფილია მოქალაქეების უსაფრთხოება, დაცულია მათი უფლებები, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრზიდენტის თქმით, საქართველოს მიზანი სწორედ ასეთ დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა. მისივე თქმით, ქართული პოლიცია საზოგადოებასთან ერთად ევროპისკენ მიმავალ გზას დაადგა. 

„ამ მიზნის მიღწევაში პოლიციის როლი უდიდესია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გავიდა. ქართულ პოლიციაზე, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ინსტიტუტზე, სრულიად აირეკლა სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები და საზოგადოების მოთხოვნები. ქართულ სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ერთად, ქართული პოლიციაც დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას. ძირეული და მასშტაბური რეფორმებისა და თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგად, ის თანამედროვე და დემოკრატიული სტანდარტების მქონე პოლიციად ჩამოყალიბდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა 3 პოლიციელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system