თავში

,,ქართულმა მარშმა" აქციაზე ნიკა მელიას პლაკატი დაწვა

,,ქართულმა მარშმა" აქციაზე ნიკა მელიას პლაკატი დაწვა
,,ქართულმა მარშმა აქციაზე ნიკა მელიას პლაკატი დაწვა

"ქართულმა მარშმა", გლდანში, ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნისა და გლდანის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო შტაბთან აქცია გამართა. 

"ქართული მარშის" ლიდერები ადგილზე, ხის ტრიბუნითა და ბანერებით მივიდნენ. ისინი ნიკა მელიასთან შეხვედრასა და მასთან დებატებს ითხოვდნენ.

,,ქართული მარშის" წევრებს ნიკა მელია ოფისში არ დახვდათ, რის შემდეგაც მათ ,,ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატი დაწვეს. 

აქციაზე მიტანილ პლაკატებზე ნიკა მელიას სურათი ლგბტქ დროშის ფონზე იყო გაკრული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system