თავში

"ქართულმა ოცნებამ" ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგი გაასაჯაროვა

"ქართულმა ოცნებამ" ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგი გაასაჯაროვა
ქართულმა ოცნებამ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგი გაასაჯაროვა

„ქართული ოცნება“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს.

კითხვაზე - „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 49,2%;

„ნაციონალური მოძრაობა“ 29,8%;

„საქართველოსთვის“ 4,1%;

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2,8%;

„ლელო“ 2,1%;

„პატრიოტთა ალიანსი“ 1,9%;

„მესამე ძალა“ 1,2%;

„მოქალაქეები“ 1,2%;

„ლეიბორისტული პარტია“ 1,1%;

„ევროპული საქართველო“ 1,1%;

„გირჩი“ 0,6%;

სხვა პარტიები 4,9%.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3%-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system