თავში

"ქართულმა ოცნებამ“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
ქართულმა ოცნებამ“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

„მე ამ კულტურის ნაწილი ვარ და კახეთის მსახურება არის ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილი. ამიტომ ვერ იქნება ჩემი სიტყვები, ჩემი დანაპირები, ჩვენი საქმეები ფუჭი“,– ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა საგარეჯოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სონღულაშვილი ამბობს, „ქართულ ოცნებას” ქვეყნისა და საგარეჯოს წინსვლისთვის ალტერნატივა არ ჰყავს.

„ჩემთვის პატივია, წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში და ვიზრუნო მათი ინტერესების დასაცავად როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე საკანონმდებლო ორგანოში.

რთულ პერიოდში მოგვიწევს საქმიანობა. პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, გამოწვევებიც ერთიორად ამწვავებს ეკონომიკურ თუ სოციალურ ფონს.

სირთულეების ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენმა ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლებების გადალახვის რესურსი აქვს. როცა ზრუნვა ადამიანზე არის უპირველესი ღირებულება, როცა მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მთავარი ორიენტირია, ეკონომიკური თუ სოციალური ზედნაშენები აღარ წარმოადგენს სირთულეს. მოსახლეობა, ჩვენ ხალხი, ჩვენი კახელები ამას კარგად ხედავენ და კარგად გრძნობენ.

მე კახელი ვარ და მაჟორიტარობის კანდიდატობა კახეთში არ არის მხოლოდ რაღაც პოზიცია ან მომავალი თანამდებობის დაკავების სურვილი. მე ამ კულტურის ნაწილი ვარ და კახეთის მსახურება არის ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილი.

ამიტომ ვერ იქნება ჩემი სიტყვები, ჩემი დანაპირები, ჩვენი საქმეები ფუჭი. მე მარტო არ ვარ და ჩემს უკან დიდი გამოცდილებაა, ყველაზე წარმატებული გუნდი ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ სახით!

ჩემო საგარეჯოელებო! მიმიღეთ თქვენს სამსახურში! ვემსახურები საგარეჯოს! ვიბრძოლოთ ერთად თითოეული საგარეჯოელის წარმატებისთვის! ერთად, ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის!“,- განაცხადა სოღულაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system