თავში

"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" კიდევ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

პოლიტიკურმა პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშისა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ალექსანდრე მოწერელია წარადგინა. 

ადგილობრივებთან შეხვედრებისას კანდიდატი პარტიის ლიდერებმა გიორგი გახარიამ, კახა კალაძემ და არჩილ თალაკვაძემ წარადგინეს. 

"მარტვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული კუთხე. აქ მოღვაწეობდა გიორგი ჭყონდიდელი, აქ აღიზარდა დავით აღმაშენებელი. მარტვილმა მასზე დაკისრებული ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულა. აქიდან დაიწყო საქართველოს გაძლიერება, რამაც აქაურებზე დიდი კვალი დატოვა.

მარტვილელები გამორჩეულნი არიან ცოდნისადმი ლტოლვით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით და რაც მთავარია ძალიან დიდი შრომისმოყვარეობით.
ჩვენ ერთად მოვახერხეთ აღგვედგინა და დაგვებრუნებინა მარტვილის ტაძრისთვის პირვანდელი იერსახე. როგორც მაშინ, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთად შრომით შევძელით ეს დიდი მამულიშვილური საქმე გაგვეკეთებინა მარტვილისა და ქვეყნისათვის, ასევე ერთად შრომა უნდა გავაგრძელოთ მომავალშიც, რათა მივაღწიოთ წარმატებებს. მომავალი 4 წელი იქნება დაუღალავი შრომის
", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system