თავში

"ქართულმა ოცნებამ" მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
ქართულმა ოცნებამ მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

მარნეულში, "ქართულმა ოცნებამ" მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი წარადგინა.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა, აღნიშნეს, რომ დარგალი, ადგილობრივების ინტერესების გამტარებელი იქნება საკანონმდებლო ორგანოში.

"პირველი რაზეც ვთანხმდებით, ის არის, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება, ჩვენი სიძლიერეა. ეს არის ის, საიდანაც უნდა დავიწყოთ ყოველდღიური შრომა, ამ ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს გასაძლიერებლად. მარნეული არის საქართველოს ყველაზე განვითარებული სოფლის მეურნეობის რეგიონი, მარტივ ციფრებს მოგიყვანთ, 2013 წელს საქართველოდან სოფლის მეორნეობის პროდუქტი ექსპორტირებული იყო 511 მილიონი დოლარის, 2019 წელს 900 მილიონი დოლარის, ეს ამ კუთხის შვილების დამსახურებაა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფომ რაც დაპირდა თითოეულ მოქალაქეს, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ერთად უნდა ვიბნრძოლოთ და ერთად უნდა გავიმარჯვოთ,"- განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system