თავში

'ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო - გურამ მაჭარაშვილი

'ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნ
'ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო - გურამ მაჭარაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო და არ დაუტოვა არანაირი შანსი, გარდა იმისა, რომ შევიდეს საქართველოს პარლამენტში ან აღიაროს, რომ მათი მიზანი არც არასდროს ყოფილა პოლიტიკური შეთანხმება", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მინიმუმ ორ ნაწილად დაიყოფა – „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც სურს ხელისუფლებაში მოსვლა, ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კი, ეს შეუძლებელია და დანარჩენი პარტიები, რომელთაც სურთ პარლამენტში შესვლა და ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ეს შესაძლებელია.

"ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს განცხადება. არჩევანი მათზეა, თუ ისინი ვერ გაბედავენ და ვერ დააღწევენ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგს და არ მოაწერნ ხელს დოკუმენტს, ვერ შემოვლენ პარლამენტში, ისინი პოლიტიკური თვითლიკვიდაციის გზას დაადგებიან, რაც არ მგონია, რომ ასე მოხდეს", - განაცცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. პარტიის ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ დაადასტურეს, რომ შეთავაზებულ საკითხებს ეთანხმებიან და მზად არიან ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა.

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზაობა გამოთქვა პარტია "ევროპელმა სოციალისტებმაც".

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system