თავში

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ - პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მისი მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“,
- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი ერთხელ უკვე იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. ამჟამად ის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობს. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მიზეზად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას საქმესთან დაკავშირებით, გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system