თავში

"ქართულმა ოცნებამ" ყველა დიდი ქალაქი დაკარგა - რომან გოცირიძე

"ქართულმა ოცნებამ" ყველა დიდი ქალაქი დაკარგა - რომან გოცირიძე
ქართულმა ოცნებამ ყველა დიდი ქალაქი დაკარგა - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, "ქართულმა ოცნებამ" ყველა დიდი ქალაქი დაკარგა.

"ძალიან მარტივად შევაფასოთ ვითარება, რა ხმები აიღო "ქართულმა ოცნებამ" - ხელისუფლებამ ყველა დიდი ქალაქი დაკარგა. თბილისში 40% და სხვა ქალაქებში 38-37 %. აგერ სამეგრელოში გადახედეთ. დიდმა ქალაქებმა და რაიონულმა ცენტრებმა გაქციეს ზურგი. იკითხავთ, მაშინ სოფლებში როგორ მიიღეს, სოფლის მოსახლეობა უფრო შეუგნებელია ვიდრე ქალაქის? ნურას უკაცრავად. სოფლის და ქალაქის მოსახლეობაც არის ძალიან შეგნებული, ოღონდ სოფელში, პატარა თემში ინდივიდუალური ზეწოლაა, არის უფრო ადვილი, თავდაცვის მექანიზმი არ აქვთ. დიდ სოციალურ გარემოში ადვილი არ არის თუნდაც მოსყიდვა, ან თუნდაც ძალადობა, შეშინება,"- განაცხადა რომან გოცირიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ნახეთ, 20 ქალაქი, სადაც მეორე ტური გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system