თავში

"ქართულმა ოცნებამ" ცესკოს 3700 ვიდეო კამერა გადასცა

"ქართულმა ოცნებამ" ცესკოს 3700 ვიდეო კამერა გადასცა
ქართულმა ოცნებამ ცესკოს 3700 ვიდეო კამერა გადასცა

"ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 700-მდე ვიდეოკამერა გადასცა. 

აღნიშნული კამერები არჩევნების დღეს ბიულეტენების დათვლის პროცესს დააფიქსირებს. 

როგორც "ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დათვლის პროცედურის ვიდეოზე აღბეჭდვა, ნებისმიერი სახის სპეკულაციას გამორიცხავს. პაპუაშვილის თქმით, ყველა ბიულეტენი ვიდეოს სახით იქნება დაფიქსირებული დათვლისას, რასაც პრევენციული ხასიათი აქვს.

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით კი, ყველა უბნის ჩანაწერი ონლაინ განთავსდება. 

"ვისაუბრეთ იმ გადმოცემული კამერების აღსრულებასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრაქტიკაში განახორციელოს ამ კამერების ინსტალაცია და მეორეს მხრივ თვითონ ვიდეოფიქსაციის პროცესი, შემდგომ საზოგადოების მისაწვდომობა ამ ვიდეოჩანაწერებთან. ყველა უბნის ვიდეოჩანაწერი განთავსდება ონლაინ" - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system