თავში

ქართველ სომხებს არავის დავაჩაგვრინებ, მაგრამ სეპარატიზმს მხარს ვერ დავუჭერ - სააკაშვილი

ქართველ სომხებს არავის დავაჩაგვრინებ, მაგრამ სეპარატიზმს მხარს ვერ დავუჭერ - სააკაშვილი
ქართველ სომხებს არავის დავაჩაგვრინებ, მაგრამ სეპარატიზმს მხარს ვერ დავუჭერ - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტს ეხმაურება და ამბობს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ომი სამეზობლოში, საქართველოსთვის არის კატასტროფა. მისივე თქმით, სეპარატიზმის მხარდაჭერა დაუშვებელია. 

"ქართველ სომხებს მე არავის დავაჩაგვრინებ, ქართველ სომხებს არავის დავაჩაგვრინებ, მაგრამ საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობა ეს არის არსებობის საფუძველი, ჩვენი სახელმწიფოებრივი მრწამსი, ჩვენ ვერსად ვერასდროს ვერ დავუჭერთ მხარს სეპარატიზმს. ასეთი საკითხები შეიძლება გადაწყდეს მოლაპარაკებით, ომზე მეტად არ მეზიზღება არაფერი, სამეზობლოში ომი არის ჩვენთვის კატასტროფა" - ამბობს სააკაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი სამეზობლო კონფლიქტში საქართველოს როლზეც საუბრობს და ამბობს რომ ჩვენმა ქვეყანამ ავტორიტეტი დაკარგა და დღეს, საქართველოს ხელისუფლების სიტყვას საერთაშორისო საზოგადოებისთვის ფასი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნების" დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო მის რეგიონულ მნიშვნელობას და ლიდერობას დაიბრუნებს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიოტრიაა და ამას ვერაფერი შეცვლის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system