თავში

ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის საუკეთესო მათთვის - ისრაელის ელჩი

ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის საუკეთესო მათთვის - ისრაელის
ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის საუკეთესო მათთვის - ისრაელის ელჩი

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც გადის პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდს,, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელში ბოლო ორ წელიწადში მეოთხე არჩევნები ჩატარდა. 

"რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ყოფნის ფონზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ერს, საქართველოს საზოგადოებრივ აზრს, ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს აქვს რესურსი და ნება, გამოვიდეს ამ კრიზისიდან და ქვეყანა წაიყვანოს კეთილდღეობის მიმართულებით. ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის საუკეთესო გზა უნდა დადგინდეს მხარეების მიერ, რომლებიც ერთმანეთს არ ეთანხმებიან. უცხოელი დიპლომატების საქმე რჩევის მიცემაა, მაგრამ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის საუკეთესო მათთვის. არც ერთი უცხოელი დიპლომატის პოზიცია არ არის, რომ უკარნახოს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ. დაპირისპირებული მხარეები უნდა დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომისს. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს კარგს ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ამ პოლიტიკური არასტაბილურობიდან გამოვა უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული", - განაცხადა რან გიდორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system