თავში

ქართველმა პოლიტიკოსებმა აზერბაიჯანელ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცეს - VIDEO

ქართველმა პოლიტიკოსებმა აზერბაიჯანელ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცეს
ქართველმა პოლიტიკოსებმა აზერბაიჯანელ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცეს - VIDEO

აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის გამოცხადებდან 102 წლის თარიღს აღნიშნავს.

საქართველოს პოლიტიკოსებმა რესპუბლიკის დღე მიულოცეს მეგობარ ქვეყანას, რომელთანაც საქართველო რამდენიმე „საუკუნის პროექტს“ ახორციელებს.

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ აღმოსავლეთში. 

დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი თბილისში მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებთან და ხალხებთან მეგობრულ ურთიერთობებს ატარებდა, აზერბაიჯანულმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თანაბარი უფლებებით უზრუნველყო ყველა - განურჩევლად ეროვნული კუთვნილებისა, რელიგიისა, კლასისა და გენდერისა.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებელი მამედ ემინ რასულზადე იყო.

1990 წელს 28 მაისი რესპუბლიკის დღედ გამოცხადდა.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა კვლავ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system